მასობრივი, ერთგვაროვანი საქონლის, ფასიანი ქაღალდების, ან უცხოური ვალუტის რეგულარულად მოქმედი საბითუმო ბაზრის თანამედროვე განვითარებული ფორმა. სავაჭრო საგნების შესაბამისად არსებობს სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟა.
- „ბოლოს თეიმურაზი გატკეპნილ გზას დაადგა და ერევნის ბირჟაზე გავიდა („ჯაყოს ხიზნები“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3