მდადი, პატარძლის მაყარი ქალი ქორწილში. მ.-ს ირჩევდნენ ნათესავთა და ახლო მეგობართა წრიდან. ევალებოდა საქორწილო რიტუალის განმავლობაში პატარძალთან ყოფნა და მისი უშუალო მფარველობა. ზოგან მის ფუნქციაში შედიოდა ქორწილის ღამეს ნეფე-დედოფლისათვის ლოგინის გაშლა, დილით კი ალაგება. მ. დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ოჯახში.
- „დიაცი სძლის მაყარი“ (საბა)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3