(1867-1938) (ქსე) ქართველი მწერალი. ა. ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. 1893 წ. დაამთავრა ოდესის უნ.-ტის იურიდ. ფაკ.-.ტი. იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ჰუმანისტურ-რეალისტურ ტრადიციათა მიმდევარი პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1886 წ. მოთხრობების პირველი კრებული 1892 წ. მისი ლირიკა ძირითადად პატრიოტული ხასიათისაა. ლექსებისა და მოთხრობების გარდა ეკუთვნის პოემები, იგავ-არაკები, პუბლიცისტური წერილები, რუსულ და ევროპელ კლასიკოსთა თარგმანები. მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“. „ყველა ქართველმა ბავშვმა ზეპირად იცის. თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ჩვენი მოზარდი თაობის ეროვნული ერთიანობის შეგნების ჩამოყალიბებაში იგი ახლაც ერთობის ჰიმნად გაისმის და გვეხმარება პარტიკულარიზმის გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლაში“ (გრ. აბაშ.) (1902 წ.) ეს ლექსი და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის დედაენაში“ და „ბუნების კარში“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3