კოლხთა მეფის აიეტის და ქალღმერთ ჰეკატეს ასულმ, მზის ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილი, გრძნეული კირკეს ძმისწული, იაზონის და მერე ეგეოსის მეუღლე, „მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი“, ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი, რომლის სახელიც დაედო ძირად სიტყვა „მედიცინას“. · მედეას მარად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი, მშვენიერი და სადავო სახე არგონავტების მითის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი: აზერთ-ერთი უდიდესი ბერძნული ებოპეის გმირთა მოქმედება. მედეას დახმარების წყალობით წაიღეს ოქროს საწმისი და წავიდნენ მშვიდობით ბერძენი გმირები, რომელთაც უღავო დაღუპვა ელოდათ. კოლხეთს ჩასული იაზონი აიეტის სასახლეში მივიდა. იაზონზე შეყვარებული მედეა ჯადოსნურ მალამოს აძლევს მას, რომლის შემწეობითაც ის უძლეველი გმირი ხდება და ასრულებს აიეტის უმძიმეს დავალებებს. ასევე დრაკონისაგან მედეამ გადაარჩინა არგონავტები. მტკიცე პირობით თან მიჰყვება იაზონს და არ აზიარებს მის სარეცელს, ვიღრე მეფე ალკინიეს მოთხოვნით ეს აუცილებელი არ ხდება. იაზონს და მედეას ეყოლათ ორი ვაჟი მერმეროსი და ფერეტოსი. იოლკოსში ჩასულ იაზონს გრძნეული ცოლი ჩამოაცილებს ბიძას პელიასს, რომელმაც პირობა დაარღვია და ძმისწულს ტახტი მაინც არ დაუთმო. მედეამ ტასტის მიმტაცებელნი მისსავე ასულებს დააკეპვინა. ხალხმა იაზონი და მისი მეუღლე განდევნა. კორინთოში ჩასული აზონს მეფე კრეონტის ასული გლავკე შეუყვარდა. მე- დეა იძულებულია ერთხელ კიდევ მიმართოს ჯადოქრობას. მოწამლულ სამოსს უგზავნის გლავკეს. საბრლოოდ იაზონისაგან უარყოფილი მედეა კლავს შვილებს (ევრიპიდეს ვერსიით), რათა საბოლოოდ მოუკლას გული მოღალატე ქმარს. მითის მიხედვით, მედეა საბოლოოდ კოლხეთს დაბრუნდა, შეურიგდა მამას, დაუბრუნა ტახტი. ისტ. წყაროებით იქ იყო ძველად საგართია, საქართი, ე. ისაქართველო, სადაც თაყვანს სცემდნენ არმაზს გაცს და გაიმს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3