მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მიგ მიდ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიქ მიშ მიც მიწ მიჭ მიხ

მიქელაძე დავით („მეველე“)

(1843-1918) (ქ. მწ.) ლიტერატორი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, „შვილთა ბანაკის“ წარმომადგენელი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, პეტერბურგის უნივერსიტეტში, პარიზში. დააარსა სტამბა 1864 წ. იყო „დროების მუდმივი კორესპონდენტი, რედაქტორი და გამომცემელი. 90-იან წლებში განაგებდა ივერიას“, იყო ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკის გამგეობის წევრი, შემდეგ დირექტორი. „მეველე“ თავის პუბლიცისტურ წერილებში ააშკარავებდა ცხოვრების მანკიერ მხარეებს, იხილავდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებს. ამხელდა შოვინისტებს დიდ ყურადღებას უთმობდა განათლების საკითხებს, ქართული უმაღლესი სასწავლებლების გახსნასა და მშობლიურ ენაზე სწავლების აუცილებლობას მოითხოვდა ლიტერატურულ წრეებში ავითარებდა პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. „მესხი, მეველე, მელიქ–აღები“ („პასუხი შვილთა“ გრ. ორბ.).
იხ. აგრეთვე: „მეველე“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9