ამ ქსოვილის სამოსი, რომელსაც მეფეები და მღვდელმთავრები იცვამდნენ ძველად. (ქსე) ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით თეთრი ან სხვადასხვა ფრად შეღებილი (მეწამული, მუქწითელი, იისფერი, ყვითელი) ძვირფასი ქსოვილი და მისგან დამზადებული სამოსი. ძველ ებრაელებს და ეგვიპტელ მდიდრებს ეცვათ. ხმარობდნენ მუმიების შესახვევად. ბ.-ს ბიზანტიაში იცვამდნენ იმპერატორები და სახელმწიფოს საერო და საეკლესიო მაღალი მოხელეები პატრიარქები, ეპისკოპოსები. ბ. საქართველოშიც სამეფო სამოსის შემადგენელი ნაწილი იყო. იგი ადრიდანვე ეცვათ ეკლესიის უმაღლეს საჭეთმპყრობელთ კათალიკოს-პატრიარქებს ეპისკოპოსებს „სამეუფო ბისონით შემოსვის უფლება მხოლოდ XVIII ს-ში ებოძათ. კათალიკოსი ან ეპისკოპოსი ბ.- ით იმოსება მხოლოდ მღვდელმსახურების დროს, მაგრამ მხარზე უსათუოდ შემოხვეული ან გადაფენილი აქვს ომფორი, როგორც წირვის შესრულების უფლების ნიშანი. მისი გამოსახულება შემორჩენილია კედლის მხატვრობაში. ბ.-ის ქსოვილად ქართულ წყაროებში მოიხსენიება: სკარამანგი, ზეზი, ოქსინო, ოქროქსოვილი, სტავრა, დიბა და სხვა. ბ.-ით შემოსვისას მისი ფერი და შემკულობა დამოკიდებულია წირვა-ლოცვის ხასიათზე. მაგ. აღდგომას იცვამდნენ ბრწყინვალე ბ.-ს, ვნების კვირაში შავს და ა. შ. შენიშვნა: „ვეფხისტყაოსანში“ ბისონი ედემის ბიბლიური მდინარეა. პოემაში მასთან შედარებულია ცრემლი.
- „ცრემლი სდის ვითა ბისონი.“ („ვეფხისტყაოსანი“ შ. რუსთ.).
- ბერმა კნეინა ხორეშანის მიერ ბისონით მოქარგული დაფარნა იპოვა და უბეში ჩაიჩარა. („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3