(ახალი ახალგაზრდობა) (ქ. ეწ.) ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ-დემოკრატიული მიმდინარეობის წარმომადგენელთა ჯგუფი გ- წერეთლის, ნ. ნიკოლაძისა და ს. მესხის ინიციატივით ჩამოყალიბებული 1ი69 წელს. სოციალური საფუძველი და თეორიული წყაროები ძირითადად პირველდასელების (თერგდალეულების) იყო, მაგრამ იგი „მესამე წოდების“ კლასობრივ და ეროვნულ-უტოპიურ-სოციალისტური იდეების უფრო თავგამოდებული დამცველი იყო. „მეორე დასის წარმომადგენლებს რომელთა სამოღვაწეო პროგრამა ბურჟუაზიული ხასიათისა იყო, თერგდალეულთა გეგმები აღარ აკმაყოფილებდათ. ,თუმცა აღიარებდნენ თავადაზნაურობის ქონებისა და დაწესებულების გამოყენებას ხალხის ინტერესებისათვის, გადაჭრით უარყოფდნენ მათ კლასობრივ მეთაურობას და წარმმართველ ძალად მშრომელ, განათლებულ, ასოციაციებში გაერთიანებულ წვრილ მესაკუთრეებს მიიჩნევდნენ. „მეორე დასის“ აქტიური წევრები იყვნენ: პ. უმიკაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, მათ ემხრობოდა აკაკი წერეთელი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3