პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. შეიქმნა 1892 წ. დეკემბრის დამლევს. ე. ნინოშვილისა და მ. ცხაკაიას ინიციატივით ზესტაფონში გამართულ მარქსისტულად განწყობილ ინტელიგენტთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: ე. ნინოშვილი, მ. ცხაკაია, ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. ჩხეიძე, ი. რამიშვილი, ი. კაკაბაძე, დ. კალანდარიშვილი, ე. ვასაძე, რ. კალაძე, ა. წითლიძე, ი. კვიცარიძე. კრებამ უარყო ნ.. ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს ვარშავაში მყოფი ფ. მახარაძის წერილობითი წინადადება „მ. დ.“-ის პროგრამის შემუშავების შესახებ. კრების უმრავლესობის აზრით, ამ პროგრამას საფუძვლად უნდა დასდებოდა მეცნიერული კომუნიზმის ძირითადი პრინციპები. 1894 წ. მაისს ე. ნინოშვილის დაკრძალვაზე ჯგუფის სახელით სიტყვები წარმოთქვეს ს. ჯიბლაძემ ლ. დარჩიაშვილმა და სხვ. აქვე გ. წერეთელმა, რომელსაც ი. ჭავჭავაძის ჯგუფი პირველ დასად, ხოლო ნ. ნიკოლაძის ჯგუფი მეორე დასად მიაჩნდა, ამ ჯგუფს „მ. დ.“ უწოდა. ამ სახელწოდებამ მალე მოქალაქეობრივი უფლება მოიპოვა და საქართველოს სოციალ.-დემოკრატიის სინონიმი გახდა. „მესამედასელები“ თანამშრომლობდნენ ლეგალურ გაზეთ „კვალში“, რ-იც 1898 წ. დასაწყისიდან მთლიანად მათ ხელში გადავიდა და ისინი ხელს უწყობდნენ მარქსიზმის გავრცელებას საქართველოში. „მესამე დასის“ მწერლობამ მთავარ ეროვნულ ძალად მუშათა კლასი გამოაცხადა“ (სასკ სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3