შესაძლოა ეს იყოს მესკაცების ფონეტიკურად სახეშეცვლილი ფორმა. მესკაცს კი სამეგრელოში უწოდებენ ტყის ჯადოქარს, რომელსაც თხის გარეგნობა აქვს და მოულოდნელად შეუძვრება ლაჯებში მონადირეს, ზურგზე შეისვამს და ელვასავით თორმეტ მთას გადაატარებს, შემდეგ კი შიშისაგან დაზაფრულს უკანვე დააბრუნებს.
- „დაფრთხენ კუდიანები, მზაკვრები, მესიაკონები“ („თავადის ქალი მაია“ ლ. ქიაჩ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3