სომეხი სწავლული, განმანათლებელი, სომხური ანბანის შემქმნელი. შეისწავლა სომხური ენის ბგერითი სისტემა და 405-406 წწ. შექმნა ანბანი. თავის მოწაფეებთან ერთად სირიულიდან სომხურად თარგმნა ბიბლიის ნაწილი. მ. მ.- ის ბევრი მოწაფე შემდგომში ცნობილი მწერალი გახდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3