(1845-1883) (ქსე) ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1858-1663 წ.წ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863-1867 წ.წ. პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკ.-ზე. 1876 წ. ქუთაისს დაუბრუნდა, სადაც რამდენიმე ხანს სახელმწიფო ქონებათა გამგებლობის მდივნად მუშაობდა. 1878 წ. აპრილში მ. გაზეთ „დროების“ რედაეტორად მიიწვიეს; გაზეთი მან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ასროვნების აღორძინების კერად აქცია. მ. ისევე როგორც ქართველი „სამოციანელები “ მხატვრულ ლიტერატურასა და პერიოდულ პრესას ხალხის სამსახურში აყენებდა, ლიტერატურაში თავგამოდებით იცავდა რეალიზმს, როგორც მხატვრულ მეთოდს. 1873-1874 წწ. მ. პარიზში იმყოფებოდა. მ.-მა დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, მშობლიური ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის გაწნვითარების საქმეში. მის პუბლიცისტურ, კრიტიკულ ღა ბიბლიოგრაფიულ წერილებს ღღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. მ. სხვა ქართველ პროგრესულ მოღვაწეებთან ერთად იბრძოდა დემოკრატიზმის პრინციპების დამკვიდრებისათვის განათლებაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3