მეფის საწოლის მომსახურე და მცველი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. როდესაც მეფე სადმე გაემგზავრებოდა, მას „შვიდივე შუბოსანი“ მ. მცველად მიყვებოდა. მ.- ები მესაწოლეთუხუცესს ემორჩილებოდნენ. მესაწოლეთუხუცესი ემსახურებოდა მეფეს მისი ჩაცმა-მოკაზმვის დროს. იგი მსახურთუხუცესის უწყებაში შედიოდა და თავისი პატივით ოდნავ ჩამორჩებოდა მოლარეთუხუცესს
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3