მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მზა მზე მზვ მზი

მზითევი

ქონება, რომელსაც ქალს მისი ოჯახი გათხოვებისას ატანდა ქმრის ოჯახში. მ.-ის მოცულობა და შემადგენლობა დამოკიდებული იყო ქალის ოჯახის სოც.-ეკოა:“- მდგომარეობაზე, მემკვიდრეობის წესზე. საქართველოში მ. რაოდენობა აღირიცხებოდა წერილობით საბუთში მ.-ის წიგნში, რომელსაც ქორწილში დამსწრეებს აცნობდნენ. შემორჩენილ მ.-ის წიგნებში მოხსენიებულია: „საყდრის იარაღი“ (ხატი, ჯვარი), სასულიერო და საერო წიგნები, სამკაულნი და საუნჯენი, საპირფარეშო იარაღი, „აბანოს იარაღი“, ტანსაცმელი, ლოგინი, „სუფრის იარაღი“, „სამზარეულოს იარაღი“ და ა. შ.მ.-ის წიგნში, რომელსაც ქორწილში დამსწრეებს აცნობდნენ. შემორჩენილ მ.-ის წიგნებში მოხსენიებულია: „საყდრის იარაღი“ (ხატი, ჯვარი), სასულიერო და საერო წიგნები, სამკაულნი და საუნჯენი, საპირფარეშო იარაღი, „აბანოს იარაღი“, ტანსაცმელი, ლოგინი, „სუფრის იარაღი“, „სამზარეულოს იარაღი“ და ა. შ. ზოგჯერ მ.-ში ფულსაც ატანდნენ, სოლო დიდგვაროვანთა ასულებს ამალასაც აყოლებდნენ (გამზრდელს, პირისფარეშს, მერიქიფეს, მოლარეს, მედროშეს, მხლებელ-მოახლეს) (იხ. ვ. ბარნოვის „მიმქრალ შარავანდედში“ თინათინის მზითევი).მზითვად სხვა ქონებასთან ერთად მამულსაც ატანდნენ. ქალის გამზითვებას საქართველოს ბარში უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე მთიანეთში. მთიელები მ.-ში ატანდნენ საქონელს, რასაც სათავნო ერქვა. მ..ის მიცემა ხდებოდა ქორწილის წინ ან ქორწილში (დარეჯანის მზითევი „კაცია-ადამიანში?!“; შორენას მზითევი „დიდოსტატის მარჯვენაში“; თავსაფრიანი დედაკაცის მზითვის სია; ქართველი ქალის მზითვის სია ი. გრიშაშვილის „შველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის“ მიხედვით). საინტერესოა უმზითვობის პრობლემა დკლდიაშვილის მიხედვით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9