მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მთა მთვ მთი

მთაწმინდა

მამადავითის მთა, პლატო, თრიალეთის ქედის აღმ. შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში); სიმაღლე 77ი მ. აგებულია ზედავოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის ათონის მთის (ის. ათონივერიონი) მიხედვით. გადმოცემით, მთის აღმ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას დავითს (იხ. დავით გარეჯელი). IX ს. აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. მის ადგილას 1542 წ. ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს ახლანდ. ეკლესია აგებულია 1871 წ. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წ.). ეკლესიასთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წ. XX ს. დასაწყისამდე მ. ტყით იყო შემოსილი. ახლანდ. ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურის და დასვენების პარკი, რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს: გაყვანილია ფუნიკულიორი. მ.-ის აღმ. კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9