(1811-1896 წწ.) (ქსე) ამერიკელი მწერალი ქალი, ამერიკულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებელი. 13 წლის ასაკიდან მასწავლებლობდა. 30-იან წლებში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. პოპულარობა მოუტანა სამხრეთის ზანგების ცხოვრების ამსახველმა რომანმა „ბიძია თომას ქოხი, რომელიც საუკეთესო საბავშვო წიგნად ითვლება დღესაც. მისი ნაწარმოებებია: „დრედი, საზარელი ჭაობის ამბავი, „კუნძულ ორის მარგალიტი, „ჩვენ და ჩვენი მეზობლები და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3