ქალაქი უკრაინაში, პოლტავის ოლქში, მდ. ხოროლის ნაპირზე. 1741 წ. ვახტანგ VI-ის ამალის ქართველებმა, მათ შორის დავით გურამიშვილმა, მიიღეს მამული. 1743 წ.- დან დროგამოშვებით ცხოვრობდა მ.-ში, სადაც 1780 წ. საბოლოოდ დაფუძნდა. აქ შეიქმნა გურამიშვილის ნაწარმოებთა მნიშვნელოვანი ნაწილი. პოეტი დაკრძალულია მ.-ის მიძინების ეკლესიის სასაფლაოზე. 1949 წ. 1 აგვისტოს, დ. გურამიშვილის ხსოვნის დღეს, მის საფლავზე დაიდგა ძეგლი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3