ქართლის მეფე IV ს. მისი მეფობის დროს, 337 წლის ახლო ხანაში, ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მ. III უნდა იყოს IV ს. რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიემხრობოდა. „მოქცევაი ქართლისად ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვანეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მ. III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.
- „მეფე მირიან ბრწყინავს ნათელით“ („სადღეგრძელო“ - გრ. ორბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3