მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მიგ მიდ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიქ მიშ მიც მიწ მიჭ მიხ

მიქელანჯელო ბუონაროტი

(უფრო სწორია მიკელანჯელო; სხვაგვარად მიქელანჯელო დი ლოდოვიკო დი ლიონარდო დი ბუონაროტი სიმონი (1475-1564) (ქსე) იტალიელი მოქანდაკე, ფერმწერი, არქიტექტორი და პოეტი. მ.-ს შემოქმედებამ განსაზღვრა XV და მომდევნო საუკუნეთა ევრ. ხელოვნების განვითარების გზები, თავის მხრივ მასში აისახა ადამიანური, ჰეროიკული პათოსით აღსავსე მაღალი აღორძინების იდეალები და ამასთან თავი იჩინა გვიანი აღორძინების ჰუმანისტური მსოფლმხედველობის კრიზისის ტრაგიკულმა შეგრძნებამ. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ჯოტოს, დონატელოს, მაზაჩოს, იაკოპო დელა კვერჩასა და ანტიკური პლასტიკის ზეგავლენით. „მადონა კიბესთან“, „კენტავრების ბრძოლა“ (ორივე მარმარილო, დაახლ. 1490- 1492), ჯგუფური კომპოზიცია „პიეტა“ (1498-1501), წმ. პეტრას ტაძარი, რომი), 1501 წ. მ. ფლორენციაში დაბრუნდა. 1501-04 წწ. შექმნა „დავითი“, რომელიც გმირული ძალის სიმბოლური განსახიერებაა. 1505 წ. პაპმა იულიუს II-მ მ, მიიწვია და დაავალა პაპის საფლავის ძეგლის შექმნა. სამუშაო გაგრძელდა, პროექტი მრავალჯერ შეიცვალა და ნაგებობა მხოლოდ 1545 წ. დასრულდა. ამ მონუმენტისათვის მ.-მ რამოდენიმე ფიგურა შექმნა, მათ შორის „მოსე“. მ.-ს მოსე უდიდესი ტემპერამენტისა და ძალის ტიტანური პიროვნებაა. საფლავის ძეგლისათვის შექმნა მან აგრეთვე მონის ორი ფიგურა (ე.წ. „ამბოხებული მონა“, „მომაკვდავი მონა“). მ.-ს, როგორც ფერმწერის, შესაძლებლობა გამოჩნდა ვატიკანში სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობაში. ჭერის ფართობი ლუნეტების ჩათვლით 600 მ2 მოხატულობა, მასშტაბის მონუმენტურობის გარდა, ჩანაფიქრითაც გრანდიოზულია; იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. აქ წარმოდგენილია მთელი სამყარო, ადამიანის ყოფა, მისი პირველი ნაბიჯებიდან. მ.-მ მოხატულობის ისეთი სტრუქტურა შექმნა, რომ მხატვრობის ურთულესი კომპოზიციური სქემა ძალიან ადვილი აღსაქმელია. მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში არც ერთი ნაწარმოები ისეთი ძალით არ იძლევა საშუალებას, თვალი გავადევნოთ მხატვრის მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციას, როგორც ეს მოხატულობა. მის პლასტიკურ აქტივობას და მკვეთრ ინდივიდუალობას ბადალი არ ჰყავს. ეს არის მხატვრული სინთეზის მაგალითი. არსად ასე ორგანულად არ არის ერთმანეთში არქიტექტურა და ფერწერა. ფრესკები აღიქმება ფიზიკური და სულიერი სილამაზის, ადამიანის ძალის განუსაზღვრელობისა და შემოქმედებითი შესაძლებლობის სიდიადის ჰიმნად, ცხოვრების უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. მ. ქანდაკებასა და ფერწერასთან ერთად გაიტაცა არქიტექტურამ და პოეზიამ. უკანასკნელ წლებში მ.-მ საკუთარი საფლავისათვის შექმნა „ქრისტეს დატირება, მაგრამ ქანდაკება თვითონვე გაანადგურა (დამტვრეული ნაწილები შეკრიბა და დაასრულა რტ. კალკანიმ). მ.-ს ნაგებობებმა ნიადაგი მოუმზადა ბაროკოს, მ.-ს სიცოცხლეში ლექსები არ გამოუქვეყნებია. გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმისშვილმა ბუონაროტი უმცროსმა შეკრიბა მ.-ს პოეტური ნაწარმოებები, დახვეწა და 1623 წ. გამოაქვეყნა. ყურადღებას იქცევს მიქელანჯელოს პოლიტიკურ-სატირული ლექსები; მისთვის უცხო არ იყო განყენებული თემებიც და ასკეტური განწყობილებაც. გ. ტაბიძე პოეზიის მესიას უწოდებდა მიქელანჯელოს.
 
„ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი/ახალი დროის დიდი მესია“ („ვიგონებ რა იმ მიქელანჯელოს“ გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9