მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

მოლიერი

(ნამდვილი სახელი და გვარი ჟან ბატისტ პოკლენი) (1622-1673) – (ქსე) ფრანგი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელი. საუკეთესო პიესებადაა აღიარებული „ტარტიუფი“, „დონ ჟუანი“, მაღალი კომედიის კლასი- კური ნიმუშა „მიზანთროპი“, „გააზნაურებული მდაბიო“, „სკაპენის ოინები“, „ძუნწი“ მ.-ის შემოქმედებას საქართველოში XX ს. გაეცნენ. მისი „სკაპენის ოინები” თარგმნა ა. წერეთელმა. ივანე ერისთავმა (გ. ერისთავის ძმა) თარგმნა და გ. ერისთავმა თეატრში დადგა მ.-ის პიესა „უნებლიედ ექიმი“. არვიცაშვილის თარგმანის მიხედვით დაიდგა „კრიჟანგი“ („ძუნწი“); 1901 წ. გამოქვეყნდა ივ. მაჭავარიანის თარგმანი „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“. 1924 წ. რუსთაველის სახ. თეატრში დაიდგა „გააზნაურებული მდაბიო", 1929 წ. „ძუნწი“, ხოლო 1943 წ. მარჯანიშვილის თეატრმა დადგა „ვითომდა ავადმყოფი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9