(1890-1921 წწ.) (ქსე) რუსი პოეტი. პოეზიამ ადრე გაიტაცა. განიცადა სოლოვიოვის მისტიკური ფილოსოფიისა და პოეზიის გავლენა, რამაც იგი სიმბოლიზმამდე მიიყვანა. პირველი კრებული „ლექსები მშვენიერ ბანოვანზე (1904 წ.) გამსჭვალული იყო სიმბოლისტური მისტიკით, უაღრესად განყენებული რომანტიზმით, „მსოფლიო სულის“ ძიებით. ბ.-ის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის პოეზიას იმთავითვე კარგად იცნობდა და აფასებდა ქართველი საზოგადოებაც. „თორმეტნი, „სკვითები“ თარგმნა ვ. გაფრინდაშვილმა. ბ.-ის გარდაცვალებას ეხმაურება გ. ტაბიძის ლექსი „ეს ოცნება არის ჭრელი“, ტ.ტაბიძის წერილი-ნეკროლოგი, პ. იაშვილის ლექსი „ელენე დარიანის წერილი ანა ახმატოვას.“ აღსანიშნავია გ. ლეონიძის მოგონება ავტობიოგრაფიულ ნარკვევში და ს. ჩიქოვანის წერილი „ალექსანდრე ბლოკი.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3