სოციალურ-რელიგიური ჯგუფი, რომლის წევრები ვალდებულნი არიან განუდგნენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, უარი თქვან ქონებაზე, ქორწინებაზე, გაწყვიტონ ნათესაური და სოც. კავშირები და დაემორჩილონ მკაცრ დისციპლინას. ბერები (უმრავლესობა) აუცილებლად მონასტერში უნდა ცხოვრობდნენ. მ.-ის ეთიკის ძირითად მომენტს წარმოადგენს ლოცვა და ფიქრი ღმერთზე. ქრისტიანობაში მ. II-IV ს. ს. გაჩნდა, თავდაპირველად განდეგილობის სახით, შემდეგ (IV ს.-დან) სამონასტრო ფორმით.
- „ხანძთის ბერ-მონაზვნობამ გრიგოლი არქიმანდრიტად დაადგინა“ (გ. მერჩ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3