მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

მონასპა

სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა დავით აღმაშენებელმა. მ.-ში 5000 მხედარი „მონა,, ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი შედიოდა. მ. მეფის მცველი კორპუსი იყო, რომელიც სშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამსახ. ოპერაციებსაც ატარებდა. მოლაშქრეები მუდამ მეფესთან ან სასახლესთან იმყოფებოდნენ და მეფის წყალობით ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებელი დიდად აფასებდა მონებს“, რომლებიც მისი ხელისუფლების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ ფეოდალურ ოპოზიციასთან ბრძოლაში. ცხადია, მონები არ იყვნენ ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მაგრამ არ ჰქონდათ სოც. თავისუფლება, იყვნენ მეფის ყმები. XI ს. განმავლობაში მონათა“ უმრავლესობა ყმა-მამულით იქნა შეწყნარებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია „დიდოსტატის მარჯვენაში“ მონასპა ტყვეების, მუშახელის მნიშვნელობითაა ნახმარი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9