მოჰრდარი ბეჭდის მცველი (ქსე) მეფის ბეჭდის მცველი XVII-XVIII ს. ს. საქართველოში მ. მეფის „მისანდო და ხვაშიადის შემნახავი“ იყო. მას ევალებოდა მეფის მიერ გაცემულ საბუთზე ბეყდის დასმა და პატრონისათვის ჩაბარება. ამისათვის მ. საბუთის პატრონისაგან საბუთის გასამრჯელოს ღებულობდა. მ. სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. XVII ს. II ნახევარში ორი სამეფო მ. იყო (ქართლისა და კახეთისა); მ. დედოფალსა ჰყავდა.
- „პატარა ზაალი შვილისშვილია დიდი ზაალის ერეკლე მეფის ეშიკაღასის, მორდალის, მდივანბეგის“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3