გლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. ბოგანოდ ითვლებოდა უვენახო, მცირემიწიანი, ეკონომიურად ხელმოკლე გლეხი. ამის გამო იგი არ იხდიდა ძირითად საბატონო გადასახადებს.
- „არსენას ამას წინათ გზაზე შიშველი ბოგანო შეხვდა, შეეცოდა, ჩოხა გაიხადა და ჩააცვა.“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3