მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

მოსკოვის ქართული ახალშენი

ქართულ კოლონიას საფუძველი ჩაეყარა XVII საუკუნის შუა წლებში, როდესაც რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა ქართველი უფლისწული ერეკლე დავითის ძე, შემდგომში ერეკლე I, ნაზარალ-ხანად წოდებული. მისი ამალის ზოგიერთი წევრი სამუდამო საცხოვრებლად დარჩა მოსკოვში. ახალშენი დაარსდა სოფელ ვსესვიატსკოეში, რომელსაც ზოგჯერ სესენტკას უწოდებდნენ (ამჟამად მოსკოვის ფარგლებშია მოქცეული). XVI საუკუნის ბოლოს მოსკოვში დასახლდა მეფე ამიეტი არჩილ ბაგრატიონი, რომელიც აქ ცენტრალური ფიგურა იყო (აქ დასრულდა „არჩილიანი-ს “ შედგენა, დაიწერა მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი“, შეიქმნა ვახუშტი ბაგრატიონის ღრმამეცნიერული ნაშრომები, დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი ფსალმუნი“).ქართველები შემოქმედებით-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ პეტერბურგში, ასტრახანში, ვლადიმირში, ყიზლარში, კრემენჩუგსა და მირგოროდში, მოზდოკში, რიაზანში, პერმში, სავასტოპოლში და სხვაგან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9