მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

მოტივი

ლიტერატურაში, მხატვრული ტექსტის უმარტივესი, განუყოფელი აზრობრივი ერთეული. რამდენიმე მ.ის კომბინაცია შეადგენს სიუჟეტს. ტერმინი მ. იხმარება აგრეთვე პოეტური ჩანაფიქრის, მწერლის იდეური გააზრების მთავარი საფუძვლის მნიშვნელობით. აქ მ. ერთგვარად ენათესავება იდეას. იდეა პრობლემის გადაწყვეტას, მწერლის ტენდენციის გამოვლენას გულისხმობს, მ. გადაწყვეტს, მწერლის იდეური მიდრეკილების გამოვლენას. ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ეროვნული მ. სხვადასხვა კუთხით ვლინდება. ეროვნულ მ. - ზეა აგებული „მგზავრის წერილები, „თორნიკე ერისთავი“, „ნათელა“. ეს საერთო მოტივი იდეურ გადაწყვეტაში იჩენს თავს და კონკრეტდება. ამიტომ ერთია მ. მეორეა მისი იდეური გადაჭრა. მ.-ის მნიშვნელობა დამოკიდებულია არა საკუთრივ მის არსზე, არამედ მხატვრულ კონსტრუქციაში მის როლზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9