მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

„მოქცევაჲ ქართლისაჲ “

ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ისტორიული თხზულება. ცნობილია შატბერდული და ჭელიშური რედაქციები. შატბერდის კრებული, რომელიც აღმოაჩინა (1888 წ. და გამოაქვეყნა (1890 წ.) ე. თაყაიშვილმა, გადაწერილია X ს. 70-იან წლებში შატბერდი მონასტერში ბერაის ხელმძღვანელობით. ჭელიშის კრებული (მიაკვლიეს 1903 წ. ჭელიშის მონასტერში) შედგება ორი ნაწილისაგან. I ნაწილში, რომელსაც „ქრონიკას“ უწოდებენ, მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან VX ს.-მდე; I ნაწილი რომლის სახელის „ნინოს ცხოვრება“, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს (იხ. „ნინოს ცხოვრების“ რედაქციები).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9