მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მოა მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოი მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოც მოწ მოჯ მოჰ

მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს

(1756-1791) (ქსე) ავსტრიელი კომპოზიტორი. დაიბადა კომპოზიტორის ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა ფენომენალური მუსიკალური ნიჭი. 4 წლისა უკრავდა კლავესინზე 8 წლისამ დაწერა პირველი ნაწარმოები (11 წლისამ პირველი ოპერა). 7 წლის მოცარტი თავის დასთან ერთად საგასტროლოდ იყო ევროპის ქვეყნებში. მ.-ის ყველაზე განთქმული ნაწარმოებებია: ოპერები „მოტაცება სერალიდან“, „ფიგაროს ქორწინება“, „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანი, „ჯადოსნური ფლეიტა“, „ასე იქცევა ყველა ქალი“, „ტიტუსის ლმობიერება“, 7 უკანასკნელი სიმფონია, „რეკვიემი“. იგი ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელია. მ.-ის მოღვაწეობამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საოპერო ჟანრში. იგი იყო ნოვატორი ხელოვანი, ამავე დროს ემყარებოდა წარსულის ყველაზე ჯანსაღ ტრადიციებს მ.ის ოპერებს მხატვრულ ღირებულებას განაპირობებს არა მარტო მათი იშვიათი მელოდიური სიმდიდრე, არამედ დრამატურგიული სრულყოფილება.
 
თანამედროვეებმა მ.-ს „მუსიკის შექსპირი“ უწოდეს.
„და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით“ („შერიგება“– გ ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9