სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები და ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მ. იყვნე-ი პეტრე ანდრია პირველწოდებული, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, იაკობ ალფესის ძე, თადეოსი, სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი. როდესაც იუდამ იესო ქრისტე გასცა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, დანარჩენმა თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით აირჩია იესო ქრისტეს 70 მოწაფეთაგან ერთი მატათი. მ. მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა და ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. მ.-ის თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ხელოვნებაში. გადატანითი მნიშვნელობით მ. ეწოდება რომელიმე იდეის, მოძღვრების თავგამოდებულ მიმდევრებს.
- „მას უცნაურს მეცნიერნი ათორმეტნი უდგნენ მცველად ამად რომე მისი სექმე მათ სმენოდათ უფრო ვრცელად” („უკვდავების წყაროს იგავი“ დ. გურ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3