ძვ. ქართული ლიტერატურული კრებული, სადაც თავმოყრილია საუფლო და წლის დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვნილი საკითხები. სახელწოდება, რომელიც პირველად დადასტურებულია „სინურ მრავალთავში“ (864 წ.), შეერქვა „ოთხთავის ანალოგიით. მ.-ის ბერძნული მოდელია „პანეგირიკონი“, რომელიც შეიცავს ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ჰომილიებს. აღსანიშნავია: უძველესი მ.-ის ფრაგმენტი. „სინური მრავალთავი“, „უდაბნოს მრავალთავი“, „სვანური მრავალთავი“, „პარხლის მრავალთავი“, „კლარჯეთის მრავალთავი“ და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3