ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოგ ბოდ ბოზ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოტ ბოქ ბოღ ბოყ ბოც ბოჰ

ბოკაჩო ჯოვანი

(1313-1375) (ქსე) იტალიელი მწერალი, რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების „დეკამერონის“ ავტორი. ბ.მ თავის შემოქმედებაში გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები, შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მღვდლების, ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია. „დეკამერონის“ მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. ზოგიერთი ნოველა გადაამუშავა ჩოსერმა, შექსპირმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მიუსემ და სხვ. ანტიასკეტური ტენდენციის გამო დეკამერონს დევნა დაუწყეს, დაწვეს და „აკრძალულ წიგნთა ინდექსში შეიტანეს. მაგრამ იგი მაინც იქცა მთელი კულტურული კაცობრიობის საკუთრებად. ბ.-ს ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თხზულება „ღმერთების გენეალოგია“, პოემა „ყორანი“, „ღვთაებრივი კომედიის ქების კომენტარი. „დეკამერონის“ ნოველები ქართულად თარგმნა თედო სახოკიამ, 1928 წ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9