ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოგ ბოდ ბოზ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოტ ბოქ ბოღ ბოყ ბოც ბოჰ

ბოლნისის სიონი

ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. სამნავიანი ბაზილიკის რიყის ნაგებობა. წარწერის მიხედვით აგებულია 478-493 წლებში მოპირკეთებულია ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრატებით.
 
ბოლნისის სიონის წარწერა ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანია. ერთ-ერთი წარწერა აღმოსავლეთის კედელზე, სარკმლის თავზე, მედალიონშია ჩასმული ჯვრის გარშემო და ასე იკითხება. „ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳვანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე.“ ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V ს. დამლევითა და VI ს. დასაწყისით დაათარიღა. შემდგომი წარწერა არის ჩრდილო მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე, რომელიც ჩამოტეხილია. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი: „[შეწევნითა წდ]ისა სამებისაჲთაჲ ოც წლი(სა) პეროზ მეფი[სა ზეობისა დახი] [დვა საფუძველი] ამის ეკლესიად და ათხუტმეტ წლი[სა შემდგომად] განეშორა გინ აქა შინა თაყვანი სცეს ღ-ნ შეიწყალენ და ვინ ამის ეკლესიად სა) (მშენებელსა დ თ ეპისკოპოსსა ხულოცოს თიცა ღ-ნ შეიწყალენ. წარწერა დაცულია აკად. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული.
მესამე წარწერა ჩრდილო მარჯვენა კარის თავზეა და ეხება კარის შებმის ამბავს „შეწევნითა ქრისტესითა მე ფარნდა აზარუსტ შესუაბთ ესე კარი სალოცავად სულთა ჩუენთათვის.“ წარწერები შესრულებულია მთავრულით (მრგლოვანით), ენობრივად ხანმეტობა. (ძვ. ქართული მწერლობის I პერიოდის მიმოხილვა). „არ ჩანს ურმები მოჩარდახული ღამის მთევლებით ბოლნისის გზაზე.“ (ი. გრიშ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9