მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მუდ მუე მუზ მულ მუმ მუნ მურ მუს მუტ მუფ მუქ მუღ მუყ მუშ მუც მუხ მუჰ

მურვან ყრუს შემოსევა

საქართველოში 735-736 წ.წ. არაბების ლაშქრობა სარდალ მურვან I იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ჯერ ქართლი ააოხრა (მოსახლეობა მთებში გაიხიზნა), შემდეგ სამცხეში გადავიდა და დას. საქართველოში შეიჭრა. ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა. შემდეგ ეგრისის სიმაგრეები დაანგრია, დაიპყრო ცხუმი და მიადგა ანაკოფიას. მურვანმა აფხაზეთი ვერ აიღო. წყალდიდობამ დიდად დააზარალა მურვანის ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია. მურვანის სისასტიკისას და დაუნდობლობის გამო ქართველმა ხალხმა მას ყრუ“ შეარქვა. მურვანის შემოსევას მძიმე შედეგი მოჰყვა.
 
„იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და ირანისა და არღარა იპოებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა ყოვლადვე“ (ჯუანშერი). ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავისი მოხელე-ამირა დანიშნეს. ამის შემდეგ არაბებს აღარ ულაშქრიათ და მთელი ნახევარი საუკუნე კმაყოფილდებოდნენ იმ ხარკით, რომელსაც ქართლის ერისთავები უგზავნიდნენ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9