[არაბ] (ქეგლ) ლექსთწყობის ძველებური ფომა ხუთხუთტაეპიანი, ხუთი სტროფისაგან შემდგარი ლექსი. (ქსე) მუხამასი, სპარსულ პოეტიკაში მუსამათის (ძაფზე ასხმული მარგალიტი) ტიპის სატრფიალო სალექსო ფორმის სახეობა. ყოველი სტროფი შედგება 5 სტრიქონისაგან. ქართულ პოეზიაში გავრცელდა XIV-XVII ს.ს. და სამიჯნურო ანაკრეონტულ ლექსს ეწოდა (ალ. ჭავქავაძის მუხამბაზი ლათაიური“, აკ. წერეთლის „მუხამბასი“). მ.-მა, როგორც აშუღური პოეზიისა და სიმღერის ნიმუშმა საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. განსაკუთრებით გავრცელდა თბილისელყარაჩოღელთა წრეში სრულდებოდა სარის და თარის თანხლებით (საიათნოვა, სკანდაროვა, გივიშვილი, იეთიმგურჯი და სხვა) „მუხამბაზის ხმაზე“ თქმულმა ლექსებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ მუსიკაშიც დამკვიდრდა (ზ. ფალიაშვილის „თავო ჩემო“, ა. კერესელიძის„გინდ მეძინოს“, მ. ბალანჩივაძის „აღმართ-აღმართ“). აღსანიშნავია, რომ მ.-ის ბრწყინვალე შესრულებისათვის ბესიკმა ირანის შაჰისაგან ბრილიანტებით მოჭედილი თარი მიიღო, ხოლო ერეკლე I-მ საიათნოვას „მუხამბაზის“ ქართული შესრულებისათვის ხალათი უბოძა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3