(1821-1877) მუხრანი - პარიზი)(ქსე) ცარიზმის მოხელე. 1853 წ.-დან მრჩეველი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში, 1855 წ.-დან მეფისნაცვლის საბჭოს წევრი და მეფისნაცვლის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, სენატორი. მისი მტკიცებით კაცობრიობის პროგრესი გულისხმობდა მცირე ერების მოსპობას, დიდი ხალხების გაბატონებასა და დიდი მოცულობის „სახალხო ორგანიზაციების“ შექმნის აუცილებლობას. მისი აზრით, პატარა ხალხები განწირული იყვნენ და მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ. პატარა ხალხისათვის დიდ ხალხთან ყოველგვარი შეერთება შერწყმა ნიშნავდა საკუთარი ენის დაკარგვას მცირე ხალხების“ ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისაკენ არა შარფო უიმედოდ მიაჩნდა, არამედ მავნედაც. მისი ეს შეხედულებანი მკაცრად გააკრიტიკეს მოწინავე ქართ. საზოგადოების წარმომადგენლებმა: ი. ჭავჭავაძემ („გამოცანები) „კოხტა და ღობემძვრალა, პატარა და ჩამომხმარი, ცხვირნისკარტა, ნიკაპ-წვეტი, უჟამური, განს გამდგარი. ჭკვით და გულით მოცვეთილა, ქვეყანაზედ უქმად გდია, თვით მაღლა ზის, ქვეყნის საქმე მასაც ფეხებზე ჰკიდია“; ა. წერეთელმა („ღამურა“ რომელიც ჯერ ზღაპრის სახით დაიწერა, შემდეგ კი ლექსად), ს. მესხმა, პ. უმიკაშვილმა, ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ და სხვებმა. აღინიშნა, რომ ცარიზმის ამ ერთგული მსახურის შეხედულებები იყო რუსეთის დამპყრობლური, რეაქციული ეროვნული პოლიტიკის თეორიული დასაბუთება და გამართლების ცდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3