მუჰაჯირ - გადასახლებული, ემიგრანტი) (ქსე) მუსლიმანური ტრადიციით მუჰაჯირები იყვნენ მაჰმადის მიმდევრები, რომლებიც 622 წ. მასთან ერთად გადასახლდნენ მექადან მედინაში. მუჰაჯირობა კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XI ს-ში მუჰაჯირობა დაიწყო კავკასიაში ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან და I მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. დაკავშირებული იყო რუსეთ-ოსმალეთის ომებთან 1877-1878 წწ. მუჰაჯირობამ მოიცვა აბაზგები, აბაზჩერქეზები ყუბანისპირელები, ჩეჩნები, ყაბარდოელები, ოსები, აფხაზები და სამხრ. საქართველოს მუსლიმანი ქართველები. ოსმალეთი ცდილობდა მუჰაჯირების დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში. აგრეთვე რუსეთ ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში. განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის. დაიწყო გაძლიერებული პროპაგანდა. სოც. ზედა ფენებს ეშინოდათ, რომ ისინი სოც. და პოლიტ. პრივილეგიებს დაკარგავდნენ და ოსმალეთში გადასახლება ხსნის ერთ-ერთ გზად მიაჩნდათ. სასულიერო წრეები მორწმუნეებს რომ რუსეთი მათ რელიგიურ რწმენას შეურაცხყოფდა, ძალად გააქრისტიანებდა, ხოლო თურქი ემირები არწმუნებდნენ ჰპირდებოდნენ, შევიწროვებულ მთიელებს, რომ ერთმორწმუნე ოსმალეთი მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეუქმნიდა. მუჰაჯირობას ხელი შეუწყო ცარიზმის ანტი ხალხურმა პოლიტიკამ. მას შემდეგ, რაც ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიულად ქართული პროვინციები ამ ტერიტორიის მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში გაეყიდა თავისი ქონება და თურქეთში გადასახლებულიყო. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართველთა მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად და გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად. თურქეთში გადასახლება სათანადო მომზადებისა და ორგანიზაციის გარეშე მიმდინარეობდა. მუჰაჯირები შავი ზღვის ნავსადგურიდან უვარგისი გემებით გადაჰყავდათ, ნაწილი სახმელეთო გზით ურმებით მიდიოდა თურქეთისაკენ. მრავალი მათგანი გზაში იმსხვერპლა ეპიდემიამ, შიმშილმა, სიცივემ; თურქეთის ხელისუფლებამ მუჰაჯირებს უვარგისი, შეუფერებელი ადგილები მიუჩინა. ბევრი უმიწოდ და უბინაოდ დარჩა. მუჰაჯირები მალე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ რუსეთის მთავრობამ მათი შემოშვება აკრძალა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3