მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მღა მღვ

მღვდელი

ეკლესიის მსახური. ძვ. აღთქმაში ეკლესიის მსახურები 3 ხარისხად იყოფოდნენ: ლევიტელი, მღვდელი და მღვღელმთავარი. მოციქულთა დადგენილების თანახმად მ-ის ხელდასმა (კურთხევა) ხდება ეპისკოპოსის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მ.-ს ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვა და რელიგიური წესების შესრულება. მ.-ს მხოლოდ ერთხელ აქვს ქორწინების უფლება. მღვდლობა ქრისტიანობის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს რიტუალი ასე სრულდება: ეპისკოპოსი წარმოსთქვამს განსაკუთრებულ შელოცვას და ხელს ადებს მღვდლად საკურთხებელ ადამიანს, ამგვარად მასზე გადადის განსაკუთრებული მადლი და იგი იქცევა ღვთის მსახსურად (დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი). აქედან მოდის ხელთდასმა (ბიბლიური დავითის მირონცხების მსგავსად).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9