აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ათა ათე ათი ათო ათქ ათშ

ათი მცნება

(ბიბლ.) ათი მითითება, დარიგება, სავალდებულო მცნება, რომელნიც ძველი აღთქმის მიხედვით იაჰვემ უქადაგა სინას მთაზე მოსეს. 1 მე ვარ უფალი შენი, ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე; 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი -.არა თაყვანი სცე მათ, არა ჰმსახურებდე მათ; 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა; 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი; ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა; 6. არა კაც ჰკლა; 7. არა იმრუშო; 8. არა იპარო; 9. არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა; 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ზარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა. თავისთავად ათი მცნება სიკეთესა და ადამიანურობას ქადაგებს და მრავალ მართებულ მოთხოვნას აყენებს, წყევლის ბოროტებას:
 
„წყეულ იყავნ, რომელმან აცდუნოს ბრმაი გზასა“ წყეულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა“.
„შეეწიე დავრდომილს, უქონელსა და ქვრივ–ოხერს.“
„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას“. („ქართვლის დედა“ ი. ჭავჭ.).
იხ. აგრეთვე: მცნება
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9