მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მცვ მცნ მცო მცხ

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა

რელიგიური დღესასწაული, იმართებოდა და იმართება მცხეთის კათედრალურ ტაძარში, სვეტიცხოველში, 1 ოქტომბერს (ახ. სტილით). დაწესებულია ტაძარში ამართული საკულტო სვეტის (სვეტიცხოველი) და ქრისტეს კვართის სადიდებლად. ამ დღეს იმართება დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდის ეკლესიაში. ლეგენდის მიხედვით ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. იგი ელიოს მღვდელმა (რაბინმა) მცხეთაში ჩამოიტანა და მორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი გულზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაასაფლავა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს. მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაფლული. ამ ლეგენდის ძირითადი იდეა სვეტიცხოველის სასწაულმოქმედება, წინაქრისტიანული ხანიდან მომდინარეობს და დაკავშირებულია ცხოვრების ხის უძველეს მოტივთან.
იხ. აგრეთვე: სვეტიცხოველი
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9