მეტყველების სტილისტური სახესხვაობა, სიტყვის ხელოვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი; მისი ფორმა. ემოციური და სახეობრივი მეტყველება. მ. მ. ახდენს კონკრეტული საგნებისა და მოვლენების ყოველმხრივ წარმოსახვას. მხატვრულ ნაწარმოებში ყოველი სიტყვა, იქნება პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი, კონტექსტში ახალ ელფერსა და მნიშვნელობას, ახალ კონკრეტულ აზრობრივ-ემოციურ ჟღერადობას იძენს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3