მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მხა მხე მხც

მხატვრული სახე

მხატვრულად გამოსახული ადამიანური ცხოვრების სურათი, ისტორია. ხელოვნება სახეებით აზროვნებაა, ამიტომ სახეობრიობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სასიცოცხლო თავისებურებაა. ხელოვნებაში ლიტერატურაში სინამდვილის შეცნობა ხდება სახეებით, მხატვრულად, ემოციურად. მწერალი ხატავს სინამდვილეს, ნაჩვენებია ტიპი ადამიანის ცხოვრების განზოგადებული სურათი, ხასიათი, პორტრეტი, ადამიანის გარეგნობის ინდივიდუალური აღწერა, პეიზაჟი ბუნების სურათი, ყველაფერი ეს გამოსახულია ექსპრესიული მეტყველებით. ლიტერატურისმცოდნეობაში სახის ცნება გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების იდეური შინაარსის პოეტურ წარმოსახვას, სინამდვილის ემოციურად გადმოცემას, ჩვენებას; სახე უპირატესად მოიცავს ამბებისა და მოვლენების და გამომსახველ საშუალებათა ერთობლიობას. იგი ზოგჯერ გმირითაა განხორციელებული. სინამდვილე, მწერლის პოეტური ჩანაფიქრი, იდეური ტენდენცია მჟღავნდება პერსონაჟის ქცევაში, მოქმედებაში, ხასიათში, თვისებაში.(ლიტ. თეორ.)
 
ი. ჭავჭავაძე წერდა: „ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავხედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყებს და „გიჟის“ დაუძახეს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს; ჩვენ საზოგადო ჭირზე ვწერთ.“ თუმც ილიას ლუარსაბი კონკრეტული პიროვნებაა, მაგრამ მის სახეში გამოსახულია საზოგადო თვისებები ქართველი თავადაზნაურობის გარკვეული ნაწილისა. თუ ნაწარმოების გმირის სახე, სურათი გმირის ინდივიდუალურ გარეგნულ ნიშნებს შეიცავს, ასეთი სახე პორტრეტია, მაგრამ თუ ის ინდივიდუალური შინაგანი თვისების შემცველიცაა და სხვებსაც ემსგავსება ზოგიერთი შტრიხით, საქმე გვაქვს ხასიათთან. თუ რომელიმე გმირი, პერსონაჟი ან ინდივიდუალურ პირადულ ნიშნებთან ერთად მთელი საზოგადოების რომელიმე ჯგუფის ხასიათს, თვისებებსა და სულისკვეთებას გამოხატავს, მას ტიპი ეწოდება, სახე ტიპიურია. ასეთი ტიპიური სახეებია: ლუარსაბ თათქარიძე, ჯაყო, თეიმურაზ ხევისთავი. ამგვარად, მ. ს.-ის ცნება რამდენიმე აზრითა და ფორმით გამოიყენება. სახე – ტიპი, სახე ხასიათი, სახე სურათი, სახე პეიზაჟი, სახე ლირიკული, ეპიკური, დრამატული, სახეობრივი მეტყველება ყველა ეს ერთ მთლიანობაში გვაძლევს ხელოვნებისა და ლიტერატურის თვისებას სინამდვილის ემოციურად ჩვენების ფორმას, ცხოვრების პოეტურად წარმოსახვას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9