ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე, ი. ჭავჭავაძის მეგობარი. (ქ. მწ.) 1860 წ. კანდიდატის ხარისხით დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი და დაინიშნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის ქართული სიტყვიერების კათედრის უფროს მასწავლებლად. პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მას დიდად აფასებდა ი. ჭავჭავაძე (უძღვნა პოემები „ქართლის დედა“ და „მეფე დიმიტრი თაგდადებული “)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3