ქართველთა ქალღვთაება ღვთაებათა დედა, მზის ერთ-ერთი უმთავრესი ჰიპოსტასი, რომლის კულტი ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში ნ, როგორც ბუნების დეღური ძალების განმასახიერებელი, წარმოდგენილი ჰყავდათ ლამაზი ქალის სახით, რომელიც უმღეროდა აკვანში მძინარე ყრმას. იგი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას, ბუნების კვდომა-აყვავებას. ითვლებოდა სიყვარულის მფარველად. მისი სახელი დღემდე შემოგვინახა ქართულმა „იავნანამ“, ქრისტიანობის ხანაში ნ.-ს კულ.-ტის მრავალი ელემენტი დაუკავშირდა ღვთისმშობელ მარიამს. საქართველო რომ ღეთისმშობლის წილხვდომ ქვეყნად ითვლებოდა, ესეც ნანას ძლიერი კულტის გავლენა უნდა იყოს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3