ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ

ნატურალიზმი

ნატურალიზმი (უსლ) ბურჟუაზიულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ანტირეალისტური მეთოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სინამდვილის ზერელე გამოხატვა, მხატვრული. განზოგადების შეუფასებლობა და უარის თქმა იმის სოციალურ-პოლიტიკურ, მორალურ და ესთეტიკურ შეფასებაზე, რასაც იგი გამოხატავს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სინამდვილის გარეგნულ მხარეს. მისი ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოცემას. (ანდ. ჭილ.) ნატურალიზმის მეთოდმა ლიტერატურა აქცია ცხოვრების სტატისტიკურ ჩვენებად. მხატვრული განზოგადება, ტიპურობა და სოციალური რიგის მოვლენები დაჩრდილა. ხელოვნებას ლიტერატურას მეცნიერების ფუნქცია დააკისრა ძალაუნებურად და შეასუსტა მხატვრული სახის ჩვენება. წინ წამოიწია საბუნებისმეტყველო კვლევის მეთოდი. ხელოვნება და ლიტერატურა მხოლოდ ფოტოგრაფიულ წერად იქცა. ნატურალიზმი რეალიზმის დამახინჯების, დაქვეითების გამოხატულება იყო, რამდენადაც იგი ხელს იღებდა სინამდვილის განზოგადებაზე, ცხოვრების კრიტიკულ შეფასებაზე
 
.„ნატურალიზმის ფუძემდებელი და კლასიკოსი იყო ემილ ზოლა“ (რომანი „კაცი მხეცი “
„გ. ტაბიძემ მეოცე საუკუნის დასაწყისში თითქმის მთლიანად დასძლია მდარე ნატურალიზმად გადაგვარებული რეალისტური პოეტიკა“ (გ. ასათ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9