მეურნეობის ტიპი, რომლის დროს შრომის პროდუქციები იწარმოება თვითმწარმოებლის საკუთარ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და არა ბაზარზე გასაყიდად. ნ. მ. აღმოცენდა და გაბატონდა საზ.-ბის განვითარების იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შრომის საზ. დანაწილება, გაცვლა და კერძო საკუთრება.
- „XVI-XVIII საუკუნეებში გაბატონებული იყო კარჩაკეტილი,ნატურალური მეურნეობა“ (კეკელიძე-ბარამიძე).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3