ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც ქადაგებს ეროვნულ განსაკუთრებულობას, ერთიმეორეს უპირისპირებს სხვადასხვა ერის ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ ქედმაღლობას, შუღლსა და სიძულვილს (ნაპოლეონის ჯარისკაცის შოვენის გვარის მიხედვით, რომელიც ასეთ იდეებს ქადაგებდა).
- „თერგდალეულთა პატრიოტიზმი არ ვარდება ნაციონალიზმსა და შოვინიზმში“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3