ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ

ნაჭარმაგევი

ერთ-ერთი სამეფო რეზიდენცია შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდ. სოფ კარალეთის (გორის რ-ნი) ადგილზე. წყაროებში მოხსენიებულია X ს.-დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ბევრი პოლიტიკური და სამხედრო მოვლენა: 1110 ს წ. ნაჭარმაგევში შეყარა დავით აღმაშენებელმა ლაშქარი, როცა თრიალეთში თურქ-სელჩუკთა შემოსევა აცნობეს. დემნა უფლისწულის დამარცხების შემდეგ ნ.-ში შეიკრიბა დარბაზი და გიორგი III თავის თანამოსაყდრედ თამარი გამოაცხადა; აქვე წარსდგა ·თამარის წინაშე მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული მისი ყოფილი მეუღლე იური ანდრიას ძე. აქ შეყარა მეფე რუსუდანმა ლაშქარი ჯალალედინის წინააღმდეგ გასალაშქრავად. შემდეგში ნ.-ის სამეფო რეზიდენცია თანდათან დავიწყებას მიეცა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9