ქართლის ერისმთავარი VII ს. II ნახევარში. ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე. 772 წ. ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. ხალიფა მაპდიმ გამეფებისთანავე გაათავისუფლა და დიდი პატივით ქართლში გამოისტუმრა. ს წლის შედეგ ნერსე კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართასაკანმა პატივისცემით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ჩანს, უარი უთხრა. შემდეგ ნ. II აფხაზეთში გადავიდა, სადაც ცოლ-შვილი ჰყავდა გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე დაენიშნა ნერსემ ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა ითხოვა ხაზარებისაგან მიტოვებული ნ. II არაბებისათვის საშიში აღარ იყო და როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა. ნ. II-ს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული მისი არაბი მსახურის ტრაგიკული თავგადასავალი („აბო ტფილელის წამება“ ი. საბანისძე).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3