ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბობ ბოგ ბოდ ბოზ ბოი ბოკ ბოლ ბომ ბონ ბორ ბოტ ბოქ ბოღ ბოყ ბოც ბოჰ

ბოჰემა

სიტყვა უკავშირდება შუა საუკუნეებში ბოჰემიიდან გამოსულ მოხეტიალე ხალხს. ხელოვანთა გარკვეული წრე, დეკლასირებულ ღარიბ ინტელიგენტთა ჯგუფი ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, ბ. შეიძლება იყოს როგორც ინტელიგენტური, არისტოკრატიული, ასევე ხელოსნური, ქალაქური. ი.გრიშაშვილის „თბილისის ბოჰემაში“ აღწერილია თბილისის ხელოსან-ამქართა უდარდელი, ბოჰემური ცხოვრება. ზოგჯერ ბოჰემური ცხოვრების ჩვენება გარკვეულ ადგილს იჭერს ამა თუ იმ ქვეყნის პოეზიაში და ხშირ შემთხვევაში მისი წარმომადგენელნი უმღერიან უდარდელსა და უწესრიგო ცხოვრებას, საქართველოშიც წარმოიშვა ე. წ. ყარაჩოღლური პოეზია თბილისის ხელოსნებისა, რომელთაც ახასიათებდათ ერთგვარი მსუბუქი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, გაბმული ლხინი, ქეიფი, უდარდელობა, დემოკრატიული მისწრაფებანი. ბოჰემურ-ყარაჩოღული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელია: ჰაზირა, ბეჩარა, იეთიმ გურჯი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9