(ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ – (1505-1658) - (ქ. მწ. ლექს.) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამომცემელი. 8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნეს იტალიაში, სადაც ბერძ. სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა ბერად. 1625 წ. თეიმურაზ I-ის დავალებით დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში. რომში ყოფნისას (ირბასმა-ჩოლოყაშვილმა) აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში 1629 წ. მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. შემუშავდა და გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი – პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. შემდეგ „ლოცვანი“ ქართულ ენაზე. 1629 წ. საქართველოში დაბრუნდა, მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. 1631 წ. ირბასი-ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამშრომელია და მისი ფართო პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი. 1643-1649 წწ. კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. 1650 წ. საქართველოში დაბრუნდა; ლევან II დადიანის ხელშეწყობით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გახდა, 1657 წ. ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ვამეხ დადიანმა მის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. თანამედროვენი მას უწოდებენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, „ღირსსა ყოვლისა სიკეთის“ (ძვ. ქართული მწერლობის IV პერიოდის მიმოხილვისას).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3